საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის ორ პირს თითო წლით პატიმრობა მოუწევს – მარნეულის საქმე

მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ წითლაურმა გამოაცხადა.

„რადიო მარნეულის“ ცნობით, როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) მუხლით, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობდა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარეს – ვიდეოში ჩანს, რომ ისინი სადახლოს გამგებელმა როვშან ისკანდაროვმა ჩაყარა.

banner
წინა სტატიაშიშეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის – ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით თბილისის 4 საუკეთესო აუზზე
შემდეგი სტატიაისრაელი: მთელ ტერიტორიაზე განგაშია, ირანი და იემენი ქვეყანას კომბინირებულად უტევენ