საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია

საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. ანა მიქელაძის თქმით, ზუგდიდში 94-ე საარჩევნო უბანზე ყუთის ზედამხედველის მიერ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, ზუგდიდში 94-ე საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა წევრმა. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები. კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ამავე უბნის ამომრჩეველი და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათი ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიქალი-დედა საქართველოს პრეზიდენტად მეიმედება!
შემდეგი სტატიავიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს