საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევა იგეგმება

საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, კონსტიტუციური პროექტის წარდგენა და ინიცირება რამდენიმე დღეში იგეგმება, ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირება იგეგმება.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას კი, 113 დეპუტატის მხარდაჭერა. ამ დროისთვის, პარლამენტში 90 დეპუტატი ჰყავს „ქართულ ოცნებას”, ორი „მოქალაქეებს”, ოთხი „ევროპელ სოციალისტებს”. შესაბამისად, საარჩევნო ბარიერის დაწევისთვის საჭიროა სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა. კერძოდ, იმ პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ამჟამად, პარლამენტს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებენ. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არის გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს
შემდეგი სტატიაკასპისა და გორის გასაყართან, ოკუპანტების მიერ აღმართულ ბანერზე წარწერა GEO გაჩნდა