“საარაკო სიგიჟეა” – ნიკა მელია 20 ივნისის ამნისტიაზე

“რა თქმა უნდა უარს ვამბობ, ხომ არ დაგავიწყდათ რისთვის დამატყვევეს” – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტის შეკითხვას მხარს უჭერს თუ არა 20 ივნისის ამნისტიას.

როგორც მელია ამბობს, კანონპროექტის დეტალები ჯერ კარგად არ იცის, თუმცა, ეს არის “საარაკო სიგიჟე”, რომელსაც “ქართული ოცნება” საკუთარი თავის შესაწყალებლად აკეთებს.

“ამნისტია არის წარმოუდგენელი, საარაკო სიგიჟე, რომელიც დაუშვა “ქართულმა ოცნებამ” და ყველაფერს გავაკეთებთ ოპოზიცია, რომ ეს ასე არ იყოს. ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევთ, რეალურად თავის თავს იწყალებენ, ანზორ ჩუბინიძეს იწყალებენ, შინაგან საქმეთა მინისტრსა და სხვ… მეორე მნიშვნელოვანი, ჩანაწერი, რომელიც ჩაწერესა და ძალაში დატოვეს, რომ მე არ უნდა ვიყო წინააღმდეგ ამნისტიის ჩემზე გავრცელების, გუშინვე ვთქვი და ახლავ გავიმეორებ. გადავცემ ოლიგარქსა და მის წარმომადგენლობას, ეს არის უბრალოდ დაუშვებელი თეორიული შანსი არ არსებობს, რომ მე დავთანხმდე იმ სიგიჟეს, რომელიც ჩაწერეს”, – ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაშიხაშურის მერის მოადგილემ, ზურა როსებაშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! მოემზადეთ ოპოზიციისთვის – მელია “ოცნებას”