სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“ მოსახლეობის აცრისთვის 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს

სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“ პრევენციის მიზნით, მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინის სრულ რაოდენობას მოსახლეობის ვაქცინაციისთვის უფასოდ გამოყოფს.

„გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი ჯიპისი პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.

11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ექსპრეს“ კლინიკებში შემდეგ სამ მისამართზე: პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში); ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში); ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში); უფასო ვაქცინაცია გაგრძელდება ნაშთის სრულ ამოწურვამდე“, – აღნიშნულია „ჯიპისის“ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში,,იუსტიციის საბჭოს მდივანმა კეთილი უნდა ინებოს და თქვას, ფურცელზე ვინ დააწერინა მოსამართლეობის კანდიდატის ათი სახელი და გვარი”
შემდეგი სტატიასასწრაფოს მძღოლის ადვოკატი – არავითარი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით