სააფთიაქო ნარკომანია – ერთმა დაკავებულმა ბრალი აღიარა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ,ა ნათელა მამულაშვილმა ბრალი აღიარა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნათელა მამულაშვილს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს და ამჟამად, ის პატიმრობაში იმყოფება.

“ნათელა მამულაშვილის სანახავად და პოზიციების შესათანხმებლად მოვედი, რათა დაცვის სტრატეგია დავგეგმოთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი აქვს. მას ედავებიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობას – როგორც ჩემთვის ცნობილია, აფთიაქიდან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო რეალიზაციას. ასევე, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ნათელა მამულაშვილი ბრალს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – განაცხადა ადვოკატმა.

სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

banner
წინა სტატიაშიიმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა ვითარდება – კობახიძე
შემდეგი სტატიაშავი ფულით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსება – არასამთავრობოები გამოძიების დაწყებას ითხოვენ