სააპელაციომ ISFED-ის სარჩელები არ დააკმაყოფილა, გააუქმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება

სააპელაციო სასამართლომ სამართლიანი არჩევნების (ISFED) არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, გააუქმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე.

4 ნოემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევების მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაასაჩივრა.

პარალელურად სააპელაციოში სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს სხდომები. სააპელაციოსთან კი იმართება ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია.

banner
წინა სტატიაშიავლაბარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს 17-17 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
შემდეგი სტატიაბოკუჩავა:ჩვენ დღეს ვაპირებდით სასამართლოზე შესვლას როგორც მხარე, მაგრამ პოლიციამ სრულიად უკანონოდ არ შეგვიშვა იმისთვის, რომ სიმართლე არ გაისმოდეს სასამართლოს დარბაზში, მაგრამ სიმართლეს მაინც მოისმენენ ისინი სასამართლოს ეზოში