სააპელაციომ ანრი კვარაცხელიას 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ანრი კვარაცხელიას საქმეზე პროკურორის და დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი 4.5-წლიანი პატიმრობის განაჩენი.

ცნობისთვის, პროკურატურა სააპელაციოში სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე კვარაცხელიას უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.

აქციების დროს დაკავებულ ანრი კვარაცხელიას რეჟიმმა 18 ივლის 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 1-ელ დეკემბერს, აქციაზე კვარაცხელია თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მისი მისამართით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ახალი თამაში დაიწყო
შემდეგი სტატიანინო დათაშვილს პატიმრობას გირაოთი შეუცვლიან