სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დღეს განახლდება

რადიო

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დღეს განახლდება. ტელეკომპანიის ადვოკატების განცხადებით, პროცესი მათ მიერ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული განჩინების განხილვით დაიწყება.

დღეს ადვოკატები ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით არსებული საექსპერტო დასკვნის საქმიდან ამოღებასაც მოითხოვენ, რაც შეეხება ტელეკომპანიაში ქიბარ ხალვაშის წილების ღირებულებას.

ადვოკატების მოთხოვნაა ასევე საქმეში მესამე პირი ჩაერთოს. ვისგანაც ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა, წლების წინ შეიძინეს ტელეკომპანიის წილები.

განიხილავენ მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობაზე გამოტანილ განჩინებებს, რომლითაც მოსამართლე ურთმელიძემ არ აიცილა საქმე.

ამის შემდეგ უკვე დაიწყება სააპელაციო საჩივრის განხილვა. გასაჩივრებულია 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100 პროცენტიანი წილი პირველმა ინსტანციამ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

banner
წინა სტატიაშიvideo ტენდერის გარეშე 257 ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა ჯამური ღირებულება 29 მილიონ ლარზე მეტია
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი: ვარშავის სამიტის წინ უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მნიშვნელოვანია