სააპელაციო სასამართლოში ბედუკაძის პარტიაზე არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სარჩელის განხილვა ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის შესახებ ხვალისთვის გადაიდო.

მიზეზი მოსამართლის მიერ, ბედუკაძის წარმომადგენლის მიმართ დაყენებული მოთხოვნა გახდა, რომლის მიხედვითაც მხარემ უნდა წარმოადგინოს საჯარო რეესტრის დოკუმენტი იმის შესახებ, რომ პარტიას არ ჰყავს თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სარჩელი პარტია ცენტრისტების მიერ ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტს ეხებოდა. მათი თქმით წინასაარჩევნოდ რუსული ფულის დაპირება ამომრჩევლისთვის პირდაპირ მოსყიდვა იყო. ორგანიზაცია მოითხოვდა, რომ აღნიშნული ფაქტი ცესკო-ში ცენტრისტების რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი გამხდარიყო.

პირველმა ინსტანციამ სარჩელი არ დააკმაყოფილა. საქმე უკვე სააპელაციო სასამართლოში განიხილება, სადაც სხდომა ხვალ, 06:30-ზე განახლდება.

banner
წინა სტატიაში,,ლეიბორისტებმა” წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელეს
შემდეგი სტატიაბურჭულაძის თბილისის შტაბის უფროსმა, გუნდთან ერთად პარტია დატოვა