თბილისის სააპელაციო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო სხდომის დარბაზი გადავსებულია. სინდისის პატიმრების დნახვისას, მშობლების დიდმა ნაწილმა ტირილი დაიწყო. ისინი შვილებთან კომუნიკაციას ჟესტებით ცდილობდნენ.
ბრალდების მხარემ უკვე დააფიქსირა პოზიცია და მუხლის დამძიმებას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე დაუდასტურებელ და სამართლებრივად დაუსაბუთებელ მოთხოვნად მიიჩნევს.
რა თქმა უნდა, სასამართლოში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც არმდენიმე იურიდიულ მნიშვნელოვან გარემოებას დაადასტურებდა. განსაკუთრებით სასაცილოა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნაწილი, სადაც ის თითქოს მსჯელობს და ახსენებს ჯგუფურობას, რაც ბრალად ჰქონდათ ამ ბიჭებს წაყენებული, გარდა იმისა, რომ დანაშაული, რაც ჯგუფურობას ითვალისწინებს განაჩენში საერთოდ არ ჩანს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყელა პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის რეჟიმს და კლანის სასამართლოს მოუწიოს ფასის გადახდა. მანამ, სანამ საქართველო დატოვებს ევროსაბჭოს და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათ ევროპულ კონვენციას, მანამ სტრასბურგშ ალბათ დაცვის ქვეშ მყოფთა საქმეები გაიგზავნება და განიხილება, – ამბობს ადვოკატი შოთა ცუცქირიძე.
სასამართლო პროცესს ესწრება სინდისის პატიმრის მამა, ზურაბ ცეცხლაძე, რომელიც აცხადებს, რომ არსებული რეჟიმისა და სასამართლოს პირობებში პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი არ აქვს.
მისი თქმით, პროცედურებს ბოლომდე გაივლიან, რათა საქმე სტრასბურგში გააგზავნონ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ საქმე პოლიტიზებულია და დაკვეთით იმართება.
ამ სასამართლოს და ასეთი რეჟიმის პირობებში, რა თქმა უნდა, მოლოდინები არაფერი გვაქვს. ძირითადი დანიშნულება, რის გამოც ჩვენ სასამართლო პროცესებზე მოვდივართ, არის ის, რომ გარკვეული კონტაქტი გვქონდეს ჩვენს მსჯავრდებულებთან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული სასამართლო ინსტანციები გავიაროთ და საქმე წავიღოთ სტრასბურგის სასამართლოში. ვიცით, რომ საქმე არის პოლიტიზირებული და აბსოლუტურად დაკვეთით იმართება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსგან მოლოდინიც არ გვაქვს. რაც შეეხება დამძმებას, ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ არაადამიანურ თავდასხმებს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ზვიადის მიმართ, არც ისაა გამორიცხული, რომ აი, ასეთი ირიბი დაკვეთით დაამძიმონ საქმეც, თუმცა იმეს ვიტოვებთ, რომ ასე არ მოხდება, – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
რა გადაწყვეტლებას მიიღებს საპელაციო სასამართლო, ეს, სავარაუდოდ, სამი პროცესის შემდეგ გახდება ცნობილი.

















