,,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ დადო დასკვნა”

დადასტურდა, რაზეც საგამოძიებო კომისიამ შარშან დადო დასკვნა, კერძოდ ის, რომ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და არის თავისუფლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა რელევანტურია.

„ამ სასამართლომაც კი, რომელიც კონტროლდება ხელისუფლების მიერ, არ გაიზიარა ის აბსურდული, კატასტროფული არგუმენტები, რომელიც გააჩნია პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში და ახლა უკვე სააპელაციო დონეზე. როგორც ჩანს, სასამართლო მოერიდა იმ რისხვას, რომელიც შეიძლება, მოჰყოლოდა არასამართლიან გადაწყვეტილებას, რომ პირველ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. ეს ნიშნავს იმას, რომ კომისიის დასკვნა არის ისევ რელევანტური, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული გარემოებები არის ისევ რელევანტური და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება უმოკლეს ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის განზრახ მკვლელობაში მონაწილე ადამიანი, რომელმაც დათო სარალიძეს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, არის თავისუფლებაზე და ამის შესახებ იცის ყველამ. ახლა ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ეს ადამიანები იქნან დასჯილები და იზეიმოს მართლმსაჯულებამ. ამ ადამიანების გამოსავლენად საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიBoeing-მა თვითმფრინავებში 737NG და 737 Max ახალი ნაკლოვანებები აღმოაჩინა
შემდეგი სტატიაშემზარავია, რომ მორჩილი თადუმაძე უნდათ, გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი – ხოშტარია