6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა.

ინფორმაციისთვის, რატიანს 2025 წლის 9 ოქტომბერს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღევანდელ სხდომას რატიანი საკუთარი სურვილით არ დასწრებია.

ცნობისთვის, რატიანს თავდაპირველად ბრალად ედებოდა პოლიციელზე თავდასხმა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ ცნეს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის.

ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს. მან თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სილა გააწნა პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს.
banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს ეშინოდა ნავალნის