სააპელაციო სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ისნის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. საედი დუდაევის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო სარჩელი, რომლითაც დაცვის მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

როგორც ცნობილია, საქალაქო სასამართლომ დუდაევს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოუქვეყნებია.

banner
წინა სტატიაშიკარლ ერჟავიკი: სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია
შემდეგი სტატიაპროკურორის განცხადებით, მიმდინარეობს დადგენა, ჰქონდა თუ არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ქობულეთში დაკავებულ ქალს