20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

სააპელაციო სასამართლომ ნიკა კაციას მიმართ გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა

ჟურნალისტ ნიკა კაციას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო, რომელსაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი თავმჯდომარეობდა. ამ გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული, ნიკა კაცია სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნიკა კაცია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “როცა სიმართლე ერთია! უცვლელია ჩემი გათავისუფლება მეორე ინსტანციაშიც”,– წერს კაცია.

ინფორმაციისათვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია – 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: კობახიძის გზავნილების მიზანი საზოგადოებრივი ყურადღების ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადატანაა