სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო

ლვოვის საოლქო სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსტისკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ იტყობინება უკრაინული მედია.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატთა სარჩელი და ძალაში დატოვა ამა წლის 22 სექტემბერს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ლვოვის საოლქო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
შეგახსენებთ, ამა წლის 10 სექტემბერს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და მისმა მომხრეებმა გაარღვიეს უკრაინა-პოლონეთის საზღვარი. მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც იმ დროისთვის ჩამორთმეული ჰქონდა უკრაინის მოქალაქეობა, უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, რაზეც უარი ეთქვა.

banner
წინა სტატიაში“არ გინდათ ეხლა, მიუკერძოებელ ჟურნალისტს ნუ თამაშობთ”(ვიდეო)-ნიკა რურუა
შემდეგი სტატიაუკრაინის მიგრაციული სამსახური: სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების მყარი საფუძველი გაგვაჩნია