სააპელაციო სასამართლომ მედვედჩუკი პატიმრობაში დატოვა

ლვოვის სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი სახალხო დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის ადვოკატების საჩივარი სასამართლოს მიერ არჩეულ აღკვეთის ღონისძიების შესახებ განიხილა.

„ლვოვის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეების განხილვის სასამართლო პალატის მოსამართლეთა კოლეგია დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუკმაყოფილებელი და განჩინება უცვლელი დარჩა“, – ნათქვამია ლვოვის სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 16 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ მედვედჩუკს აღკვეთის ღონისძიების სახით 60 დღიანი პატიმრობა შეუფარდა გირაოს შეფარდების შესაძლებლობის გარეშე.

banner
წინა სტატიაშიეს არის ბოდვა, ცილისწამება, უპასუხისმგებლობა – სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების გაცხადებული მიზანი იყო, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო – ირაკლი ღარიბაშვილი ერმაკის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი