სააპელაციო სასამართლომ ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ სასმართლოლზე საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაზე დაყრდნობით ისაუბრა, იმ ურთულეს და უმძიმეს სიტუაციაზე ადამიანის უფლებების კუთხით, რომელსაც ადგილი აქვს თურქეთის რესპუბლიკაში, ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობის ნათელი მაგალითები.
ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსი, ლევან ბარდაველიძე კი აცხადებდა, რომ ჩაბუქს თურქეთში არაადამიანური მოპყრობა არ ელის.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში ბრიფინგი დაინიშნა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ოპოზიციას დედაქალაქის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩართვას სთავაზობს