სააპელაციო სასამართლომ დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
სააპელაციო სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ჩუბინიძეს საგამოძიებო უწყება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის გამოყენებით „სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს“.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ჟურნალისტს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩუბინიძე პატიმრობიდან 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.















