სააპელაციო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელს განიხილავს

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელს განიხილავენ. ჩაბუქის ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებისს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს.
დემირელის სკოლის მენეჯერი საქართველოში გასული წლის 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა.
ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება გადააგზავნა