სააპელაციო სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების საჩივრებს განიხილავს

სააპელაციო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების საჩივრებს განიხილავენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის თქმით, ოპოზიცია მოთხოვნას აყენებს სააპელაციო სასამართლოშიც, თუმცა როდესაც პოლიტიკური სარჩული აქვს საქმეს, სასამართლო ყოველთვის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარესაა.

„არჩევნები უკვე შეჯამებულია, კანონი დარღვეულია და ამაზე სასამართლო არ რეაგირებს. ჩვენ ახლა სააპელაციო სასამართლოშიც დავაყენებთ ამ მოთხოვნას, თუმცა წინასწარ ვიცით, რომ როდესაც პოლიტიკური სარჩული აქვს რომელიმე საქმეს, სასამართლო ყოველთვის არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარეს“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საჩივრები არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან წასული მაიკ პომპეო ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში ჩაფრინდა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: რეგიონში რუსი სამხედროების რიცხვის გაზრდამ ძალთა ბალანსი დაარღვია