რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოს

სააპალაციოს მიერ რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოს

paatasalia-cr-739x428„თუ სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე და ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად დატოვების შესახებ,რათქმაუნდა ჩვენი მოთხოვნა მის მიმართ იქნება,რომ მან შეასრულოს კანონით და სასამართლოს განჩინებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობები,ეს იქნება ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა“-ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ რადიო „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ამბობს,რომ ამ დრომდე არ გაცნობია საქალაქო სასამართლოს მოტივაციას. ხალვაშის ადვოკატის განმარტებით დაცვის მხარეს სავარაუდოდ ხვალისთვის ექნება უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია გაასაჩივრებენ თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას,რომლის მიხედვითაც დავით დვალის “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების პარალელურად, ტელეკომპანიის ყოფილ მენეჯმენტს უფლებამოსილება აღუდგა.

„პირველ რიგში ვაპირებთ გავეცნოთ სასამართლოს მოტივაციას, შევათანხმოთ პოზიციები ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, მივცე მას იურიდიული რჩევები,მოვისმინო მისი პოზიცია და ამის შემდეგ სავარაუდოდ ხვალისთვის გვექნება უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია- ვაპირებთ თუ არა გავასაჩივროთ სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მე არ ვიცნობ სასამართლოს მოტივაციას, ჩვენ სატელეფონო შეტყობინებით შევიტყვეთ სასამართლოსგან რომ ამ ტიპის განჩინებაა მიღებული.“-განაცხადა პაატა სალიამ.

სალიამ რადიო „მაესტროს“ ეთერში საქალაქო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის განაჩენის ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადა არსებობს,შესაბამისად დაცვის მხარე სწორედ ამ ვადაში გეგმავს მიიღოს გადაწყვეტილება გასაჩივრების შესახებ.

პაატა სალია ამბობს,რომ დროებით მმართველებისაგან ჟესტი,რომელიც უფლებამოსილების ზაალ უდუმაშვილისთვის გადაბარებას გულისხმობდა „გადაწყვეტილება დროებითი მმართველების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული და მცდელობაზე, რომ არ დამძიმებულიყო სიტუაცია“ -განაცხადა სალიამ და განმარტა , რომ დროებით მმართველებს სრული უფლება ჰქონდათ, რომ გარკვეული იძულების მეთოდისთვისაც მიემართათ,თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს.

„მე ვფიქრობ, რომ დროებით მმართველებს ჰქონდათ უფლებამოსილება დისტანციურად განეხორციელებინათ კომპანიის მართვა.“-განაცხადა სალიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საერთოდ არ გაასაჩივროს დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სალიამ განაცხადა,რომ აქ საუბარია იმ განჩინებაზე რომლის ბედიც უნდა გადაწყდეს ყველაზე გვიან ორი თვის ვადაში ,რადგან სააპელაციო სასამართლოს ორი თვის ვადა აქვს,იმისთვის რომ იმსჯელოს რამდენად კანონიერი იყო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება , რომლის მიხედვითაც დროებითი მმართველები დაინიშნა.

„ამ ეტაპზე სასამართლოს არ გაუუქმებია რევაზ საყევარიშვილისთვის უფლებამოსილება, უბრალოდ დროებით არის შეჩერებული,სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. თუ სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე და ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად დატოვების შესახებ,რა თქმა უნდა ჩვენი მოთხოვნა მის მიმართ იქნება,რომ მან შეასრულოს კანონით და სასამართლოს განჩინებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობები,ეს იქნება ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა“-განაცხადა სალიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი დაინტერესებულია, რომ სირიის საკითხი რაც შეიძლება მეტ ხანს არ იქნეს გადაწყვეტილი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ–მინისტრი განცხადებას ავრცელებს