5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

საამიროების თავდაცვამ ირანული დრონების მორიგი შეტევა მოიგერია- უახლესი სტატისტიკა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დღეს ირანის მიერ გაშვებული ცხრა დრონი მოიგერიეს,_ამის შესახებ  ინფორმაციას საამიროების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანს ყურის ქვეყნების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები არ უსვრია, თუმცა ვითარება შესაძლოა შეიცვალოს.

28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის კამპანიის დაწყების დღიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის ყველაზე მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. ქვეყნის მიმართულებით სულ გაშვებული იქნა 357 ბალისტიკური რაკეტა, 15 ფრთოსანი რაკეტა და 11,815 დრონი. ომის განმავლობაში ყოველდღიური თავდასხმების რაოდენობა სტაბილურად იკლებს.

banner
წინა სტატიაში“ნადირობის შესახებ” კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა
შემდეგი სტატიაჭიათურელი მაღაროელები ხვალ პროკურატურასთან აქციას გამართავენ