(video) მიხეილ სააკაშვილი: ოდესის მერი შესახედაობითაც კი გავს ასლან აბაშიძეს, გეგონება ასლანის რეინკარნაცია

saakshviliოდესის გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტის მისამართით გუშინ გამოთქმულ განცხადებებს “ულტიმატუმს” არ უწოდებს. მისი თქმით, მისი პირობები, რომ არაკორუმპირებული მთავრობა დაკომპლექტდეს უკრაინაში, მას პირად საუბრებში ნათქვამი აქვს უკრაინის პრეზიდენტისთვის და გუშინ პრესკონფერენციაზე ეს თქვა ღიად.ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში უკრაინიდან ჩართვისას ისაუბრა.

„ულტიმატუმი არასწორი ტერმინია, უკრაინის პრეზიდენტს ვხვდები ყოველ დღე, ველაპარაკები ტელეფონზე, ამ თემებზე ვესაუბრები გახსნილად ღიად, საქმე ის არის, რომ იაცენუკის გაშვებას არავინ აპირებდა, ეს არის იმ პროცესის დაგვირგვინება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, შევხვდით ათასობით ადამიანს, გვქონდა შეხვედრები ჟურნალისტებთან და ამასთან დაკავშირებით მოხდა ბოლოს ის რაც მოხდა, იაცენუკი გადადგა, საბოლოო ჯამში ჩვენ გავიმარჯვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ლამის დაგინებული ჰქონდათ, რომ არასდროს წავიდოდნენ, მე მეძახდნენ დემაგოგს.საუბრია იმაზე, რომ უკრაინას სჭირდება არა მოლაპარაკებებით დადგენილი მთავრობა, არამედ მთავრობა რომელიც გაატარებს რეფორმებს. მე შემოვიკრიბე ხალხი, რომელსაც აქვს მართვის გამოცდილება. ეს ხალხი ითხოვს გადამწყვეტ ცვლილებებს, როდესაც გუშინ ვისაუბრე, მე მხოლოდ ჩემი სახელით არ ვისაუბრე, საუბარია მილიონობით ადამიანზე, ადამიანებზე, რომლებიც გვიჭერენ მხარს, არსებობს უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი თაობა, რომლებსაც უნდა გადასცენ მართვის სადავეები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ოდესის მერი შესახედაობითაც კი გავს ასლან აბაშიძეს, გეგონება ასლანის რეინკარნაცია. რეალურად ოდესა გავდა აჭარის რეგიონს, მაგრამ ჩვენ დავიბრუნეთ აჭარა. ოდესაშიც ეს არის დაწყებული. ადგილობრივი კლანები ამას ეწინააღმდეგებიან, საყვარელიძის მოხსნა, ეს იყო უკრაინული სახელმწიფოს კაპიტულაცია. საყვარელიძე მეგაპოპულარულია უკრაინაში. საყვარელიძის მოხსნა არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, მან კარგი გუნდი შექმნა. ჩვენ თავს არ დავაჩაგვრინებთ არავის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. მე არ ვაპირებ, რომ ეს გავფლანგო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ ჯერ პარტია არ შეგვიქმნია, ახალგაზრდა რეფორმატორები არიან ძირითადად ჩემს გარშემო. ისინი დღეს არიან პრეზიდენტის პარტიაში. ისე რომ, ცალკე პარტია ჯერ არ შეგვიქმნია. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ალბათობა არის ძალიან მაღალი. დღესაც გამოჩნდა, რომ თითქმის გარდაუვალია. ახლა იქნება ეს 2 თვეში, თუ 6 თვეში, ყველა შემთხვევაში მოხდება. დღეს იმ ხალხს, ვინც არის შეკრებილი ჩემს გარშემო, აქვს შანსი, ნებისმიერი არჩევნები უკრაინაში მოიგოს. ეს იციან კარგად კლანების და ოლიგარქების წარმომადგენლებმა და ამიტომ ძალიან განერვიულებულები არიან. მთელი მათი პროპაგანდა მომართულია ჩემს წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენ ხალხის მხარდაჭერა გვაქვს,“ –  განაცხადა სააკაშვილმა.

https://youtu.be/fCpQ3vJw6oo

banner
წინა სტატიაშიFRANKSTON INTERNATIONAL – კიდევ ერთი კომპანია, რომელიც შესაძლოა, სკანდალის მიზეზი გახდეს
შემდეგი სტატია(video) ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დაამკვიდრა პორნოკრატია