საახალწლოდ გარევაჭრობისთვის თბილისის მერია სპეციალურ ადგილებს გამოყოფს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლოდ გარევაჭრობისთვის თბილისის მერია სპეციალურ ადგილებს გამოყოფს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
როგორც კალაძე აღნიშნავს, მერია უახლოეს დღეებში სპეციალურ ადგილებს დაასახელებს, სადაც გარევაჭრობა დროებით შესაძლებელი იქნება.
„გამოყოფილია ადგილები და უახლოეს დღეებში მერია წარმოადგენენ ამ კონკრეტულ ადგილებს თავის ვიდეორგოლით, სად იქნება შესაძლებელი გარევაჭრობა”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში,, არ გამოვრიცხავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სააკაშვილი გაუგებარი გზებითა და მეთოდებით აღმოჩნდეს საქართველოში”
შემდეგი სტატია“უკრაინის პრეზიდენტი არცხვენს უკრაინას, სააკაშვილი უნდა გაუშვან დარბაზიდან სახლში” – იულია ტიმოშენკო