სააკაშვილთან შეხვედრას სანდრა რულოვსი, მისი შვილები და გიული ალასანია ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დედა – გიული ალასანია და ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

„რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან. ფაქტობრივად, ჩვენი მეშვეობით ის ყველანაირ ინფორმაციას იღებს და შესაბამისად, ამ ხერხით, თუნდაც, ტელევიზორის არ მიცემით, ვერ მიაღწევენ ფსიქოლოგიურ წნეხს“, – განაცხადა გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშიმონტენეგროს პრეზიდენტი: ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: თუ შენ თვითონ არ შეგიძლია არჩევანის გაკეთება, ხალხს რატომ, რა ნამუსით ეძახი მაშინ არჩევნებზე მოსასვლელად?