სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული – ოხანაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ისეთი მუხლით არის გასამართლებული, რომელ მუხლზეც ამნისტიის გავრცელება სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევად აღიქმება – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ასეთი კატეგორიის მუხლებთან დაკავშირებით ამნისტია გამოყენება არ შეიძლება და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი ნულია.

ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების დღის წესრიგში საყოველთაო ამნისტიის აქტის მიღება არ დგას.

“პირველ რიგში, ჩვენ აღნიშნული პროექტი უნდა შევისწავლოთ და დავამუშაოთ. რაც შეეხება ამნისტიას, ყოველ ჯერზე როცა დღის წესრიგში ამის აუცილებლობა დგება, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს – ჩვენ ამნისტიის არაერთი აქტი გამოგვიცია. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რასაც ყველა უწყების ფართო ჩართულობა სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას!

ამნისტია კონკრეტულ პირებს არ ეხება. ამნისტია არის აქტი კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით და საკითხის კონკრეტულ პირებთან მიმართებით დასმა არასწორია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათ შორის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ შეწყალებაზე იმსჯელა – პრობლემაა ისეთი მუხლით გასამართლებული თანამდებობის პირის ამნისტია, რომელი მუხლით გასამართლებულ პირსაც ობიექტურად ამნისტიის შეხება არ ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა სწორედ ასეთია.

მიხეილ სააკაშვილი ისეთი მუხლით არის გასამართლებული, რომელ მუხლზეც ამნისტიის გავრცელება სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევად აღიქმება – ასეთი კატეგორიის მუხლებთან დაკავშირებით ამნისტია გამოყენება არ შეიძლება! მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული!- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის – თუ პარლამენტი “გირჩის” ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.

„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს.

ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.

„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოსტსა და წილს ტოვებს
შემდეგი სტატიაბაჩო დოლიძე არ გამორიცხავს, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესახებ განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდეს