სააკაშვილთან დაკავშირებით, არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა – ბასილაია

“რა კადრებიც ვნახეთ, ამ კადრებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რაიმე ფორმით, წარმოდგენილი არ ყოფილა” – განაცხადა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაია 7 ნოემბრის სასამართლო პროცესზე.

დღეს ბრალდების მხარის ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს და 2007 წლის 7 ნოემბრის ვიდეოჩანაწერი აჩვენეს.

მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდების მხარის დღევანდელი მტკიცებულებების საპასუხოდ ჩამოაყალიბებს პოზიციას და სასამართლოს წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე – საქართველო არ არის არც იმპერია და არც საბჭოთა კავშირი, რომ ძალით გვყავდეს დამორჩილებული ხალხი
შემდეგი სტატია24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 351 ადამიანი აიცრა