სააკაშვილს ვერავინ შეუზღუდავს უფლებას, ჰქონდეს თავის აზრი და ეს აზრი გამოთქვას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – ვაშაძე

სააკაშვილს ვერავინ ვერ შეუზღუდავს უფლებას, ჰქონდეს თავის აზრი და ეს აზრი გამოთქვას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – ამის შესახებ განცხადება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ “მთავარ არხთან” საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი პარტიის პოზიციად არ უნდა აღიქმებოდეს.

გადაცემის წამყვანის, ეკა კვესიტაძის კითხვას, შეიძლება თუ არა სააკაშვილის მიერ Facebook-ზე გაკეთებული განცხადება აღიქმებოდეს პარტიის პოზიციად, გრიგოლ ვაშაძემ ასე უპასუხა:

“ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება. მაგრამ როდესაც პროგრამა ჩამოყალიბდება ერთ მელოდიაზე ვიმღერებთ… საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვერავინ ვერ შეუზღუდავს უფლებას ჰქონდეს თავის აზრი და ეს აზრი გამოთქვას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე… პარტიას როცა დასჭირდება, გააკეთებს განცხადებას”. – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიათუ სასწაული მოხდა და “ევროპულმა საქართველომ” მეცინება, მაგრამ ენმ-ზე მეტი მანდატი მიიღო, მათთან კოალიციაში შევალთ – ვაშაძე