სააკაშვილს უკრაინის პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს

სააკაშვილს უკრაინის პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს

სააკაშვილს უკრაინის პროკურატურა დაკითხვაზე იბარებსოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის სამხარეო პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა.
სააკაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით მივა პროკურატურაში – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
“დღეს, როცა გავიგე ამის შესახებ ინფორმაცია, მე მიხეილს ველაპარაკე, მან თქვა, რომ დიდი სიამოვნებით მივა” – განაცხადა ოდესის გუბერნატორის ასისტენტმა.
შეგახსენებთ, რომ კიევის სამხარეო პროკურატურა საბაჟოს თანამშრომლების მხრიდან კორუფციულ სამართალდარღვევებს იძიებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმიხეილ უკლება: რუსული ბაზრიდან გაძევებამ ახალი სივრცეები აგვათვისებინა
შემდეგი სტატიააშშ-ში ყველა შეწყალებულმა ირანელმა უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე