“სააკაშვილს მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.

„მაშინ სააკაშვილს და მთლიანად „ნაცმოძრაობას“ არ სურდა ძალაუფლების დათმობა. მათ ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული ჰყავდათ სპეცრაზმები. გახსოვთ, რომ რიგ შემთხვევებში, მაგალითად ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში. ასეთი მობილიზაცია იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში, თუმცა საბოლოო ჯამში, მათ მოუწიათ ძალაუფლების დათმობა. შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცეოდა მაშინ სააკაშვილი, ანტისახელმწიფოებრივად, მას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და უცხოელი, ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორის პირადი ექიმი არ ადასტურებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგახარია: კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია