სააკაშვილს, მერაბიშვილს, კოდუას, შსს-სა და ფინანსთა სამინისტროებს ვალერი გელაშვილისთვის 215 000 ლარის გადახდა დაეკისრათ

მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაახლოებით 215 000 ლარის გადახდა დაეკისრათ – ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

„დღეს მე და ჩემმა კოლეგამ ნუნუკა კვანტალიანმა, მნიშვნელოვანი საქმე მოვიგეთ: მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაახლოებით 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. მათ შორის, სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის საკმაოდ იშვიათია. ჩვენი სარჩელი უკავშირდებოდა 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს”, – წერს კოჟორიძე.

banner
წინა სტატიაშიფარული ჩანაწერების წინააღმდეგ პოლიტიკოსებმაც უნდა შეძლონ გარკვეული შეთანხმების მიღწევა და მასზე დისკურსი არ გამართონ
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: თუ მაღაროელების ხმა არ ესმის მთავრობას, მაშინ მთელი ერის ხმა უნდა გაიგონოს!