სააკაშვილს მე შევიწყალებდი, იმიტომ, რომ ჩემთვის ქვეყნის განვითარება უფრო მნიშვნელოვანია – ხაზარაძე

„მე შევიწყალებდი იმიტომ, რომ ჩემთვის ქვეყნის განვითარება უფრო მნიშვნელოვანია,“ – ამ განცხადებას „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „რეაქციაში“ აკეთებს.
როგორც ხაზარაძე ამბობს, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. ხაზარაძის თქმით, სააკაშვილის საკითხზე მუდმივი აქცენტის გაკეთება “ქართული ოცნების” ინტერესშია.

მე შევიწყალებდი იმიტომ, რომ ჩემთვის ქვეყნის განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველ საღამოს ოცნების ეს პიარ ამბები, რომლითაც გადააქვს მთავარი პრობლემიდან ამ პრობლემაზე საკითხი. უნდა აწონო, რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ყოველ საღამოს, რომ მიდის ამაზე საუბარი, ამას თვითონ სააკაშვილიც უწყობს ხელს – ეს არსად არ მიდის. წლები გადის და ადამიანებს არ აქვთ ღირსეული პენსია, ადამიანებს არ აქვთ სამუშაო ადგილები, კურსამთავრებულები გადიან ქვეყნიდან, ანაკლია გაჩერებულია, ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ ადგილზე დგას, ხალხი დაიღალა და სწორედ ეს სჭირდება ოცნებას, რომ სულ ამაზე იყოს საუბარი, შესაბამისად, თუ ქვეყანა გიყვარს, ერთი წლით მეტს გაატარებს თუ ნაკლებს საპყრობილეში აღარ აქვს მნიშვნელობა,“ – ამბობს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიThe Insider: რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული ძებნილი თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში ძალის გამოყენებით დააბრუნეს
შემდეგი სტატიაანაკლია რომ არა, პოლიტიკაში არ წავიდოდი – ხაზარაძე