სააკაშვილს მე და ბოკერია მაშინ ვაჩერებდით, როცა მღვდლებს ჯიპებს ჩუქნიდა — უგულავა

region
ავტ.: region სექტემბერი 30, 2019 17:33

სააკაშვილს მე და ბოკერია მაშინ ვაჩერებდით, როცა მღვდლებს ჯიპებს ჩუქნიდა — უგულავა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ფარისევლობა და ტყუილია. მისი თქმით, თუ საააკაშვილს სურვილი ქონდა მას არცერთი თანაგუნდელი არ უკრძალავდა ეკლესიაში სიარულს. მისივე თქმით, სააკაშვილი შეაჩერეს მაშინ, როცა მღვდლებისთვის ჯიპების ჩუქება დააპირა.

“მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით წინააღმდეგი, როდესაც პოლიტიკური გასაჭირი იყო და შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. თუ მას რელიგია დღეს ესმის, როგორც თავზე ნაცრის დაყრა, ყველაფრის უარყოფა და ქართული სახელმწიფოს სეკულარობის უარყოფა, მაშინ ის არაფრით არ განსხვავდება ლევან ვასაძისგან”, — აცხადებს უგულავა.

გარდა ამისა, ამბობს, რომ სააკაშვილის რიტორიკა გავს ივანიშვილისა და ლევან ვასაძის პოპულისტურ რიტორიკას და მორწმუნეების გულის მოგებას ემსახურება. თუმცა, მისივე თქმით, ეს მორწმუნეების აბუჩად აგდება უფროა. ის სააკაშვილს ახსენებს მესამე მცნებას “არა მოიღო სახელი ღვთისა უფლისა შენისა ამაოსა ზედა” და ურჩევს გაითვალისწინოს.

“მე მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი იყო ვარდების რევოლუციის და ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა ძალიან ბევრი რამე ცააკეთა, დაეცა, აი, ასეთ მარაზმამდე”, — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სააკაშვილი იქამდე არ უნდა მივიდეს, რომ თავისი თავი უარყოს.

მანვე ისაუბრა რელიგიითა და ჯვრით მანიპულირების შემთხვევებზე და განაცხადა, რომ სააკაშვილის საქციელი მესამე ფარისევლობა იყო და მას წინ სალომე ზურაბიშვილი და ლევან ვასაძე უსწრებდა.

სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიგა ბოკერიას ბრალს დასდო “ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასაულობებისგან დისტანცირებაში”.

“მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის არის უძვირფასესი… ბოკერია არის ყველაფერი, პრინციპში, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ”, — განაცხადა სააკაშვილმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 30, 2019 17:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,425
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics