სააკაშვილს ჯანმრთელობას უსპობენ, პარალელურად კი კითხვარს ავსებენ – დეკანოიძე

“საქართველოს ევროპული პერსპექტივის ისტორულ მომენტს პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ყოფნითა და მის მიმართ ყველაზე საზარელი მოპყრობით შევხვდით. რაზე ფიქრობს ხელისუფლება, როცა ადამიანს პირდაპირ და მიზანმიმართულად უსპობს ჯანმრთელობას? მხოლოდ შურისძიებაზე.

ივანიშვილის პირადი შურისძიების გამო ექცევიან ასე პრეზიდენტ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს და პარალელურად, ევროკავშირის კითხვარს ავსებენ…ქვეყანას უსპობენ პერსპექტივას შურისძიების გამო. გადაიყვანეთ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში, რომ გადარჩეს მისი ჯანმრთელობა.”

წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიროცა ადამიანი თვალსა და ხელს შუა კვდება იმის გამო, რომ ჯერ აწამეს და ახლა ჯანდაცვის უფლებაზე უარს ეუბნებიან, სიჩუმე თანამონაწილეობა ხდება – გვარამია
შემდეგი სტატიაგაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა