სააკაშვილს ჰგონია, რომ რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა წითელი ხალიჩით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება – სესიაშვილი

სააკაშვილს ჰგონია, რომ რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა წითელი ხალიჩით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება – ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი, ლიეჟში მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ ემიგრანტებს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

სესიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ილუზიაში ცხოვრობს და ჰგონია, რომ მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ხალხი „წითელი ხალიჩით დახვდება“.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ელოდება, განსასჯელის სკამია.

„სააკაშვილი მთელს ქვეყანას ილუზიაში აცხოვრებდა, მე მგონია, რომ ახლა თავად არის ილუზიაში და ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა მას რაღაც წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება. ასე, რომ მე მას ვურჩევ, რომ ის რაც ჩაიდინა მან ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ამაზე იფიქროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავნებლობა ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საკადრის პასუხს საზოგადოება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : გუნდის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება