სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა და მისი პოლიტიკური აქტივობა დასრულებულია

ვფიქრობ, სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა და მისი პოლიტიკური აქტივობა დასრულებულია, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავას თქმით, სააკაშვილი კრიმინალია, რომელსაც დაუდასტურდა მძიმე დანაშაულები.

„სააკაშვილთან ექვსი წელი არანაირი თანამშრომლობა აღარ იქნება. მე საერთოდ მიკვირს, მისი პოლიტიკური აქტივობა რანაირად შეიძლება, იყოს და როგორ ღებულობს საზოგადოება ამას. ის არის საქართველოს მოქალაქე და არის უკრაინის მოქალაქე; მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების უფლება. ის არის უკრაინის მოქალაქე და თან კრიმინალი, რომელსაც დაუდასტურდა მძიმე დანაშაულები. ამის გამო, სამი ინსტანციით არის ბრალდებული და აქვს მისჯილი. გარდა ამისა, ის შემოვიდა კანონის დარღვევით საქართველოში, ისევე როგორც უკრაინიდან გამოვიდა. როგორც აღმოჩნდა, უკრაინაშიც მოკვლევაა დაწყებული, როგორ დატოვა მან უკრაინის საზღვარი. ის რომ საქართველოში უკანონოდ შემოვიდა, ეს ცალსახაა და ეს არის დარღვევა, კრიმინალური დანაშაული, ამაზეც გარკვეული წლები მოუწევს ციხეში ყოფნა. ამას თუ დავამატებთ ორ თუ სამ საქმეს, სავარაუდოდ ბევრ სხვა საქმესაც, რომელიც მეგის ქარდავას მეშვეობით იქნება გახსნილი, ვფიქრობ, რომ სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა და მისი პოლიტიკური აქტივობა დასრულებულია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავას თქმით, სააკაშვილის სამართლებრივი გათავისუფლება შეუძლებელია, რადგან ერთადერთი გზა არის შეწყალება, მაგრამ შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება – არა და არასდროს.

„მე ძალიან კარგად ვიცნობ ქალბატონ სალომეს, ბრძოლაც მოგვიწია ერთად და ვიცი მისი პრინციპულობა. არავითარ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებს. სააკაშვილის შეწყალება არის დაუშვებელი რობაქიძის ოჯახის წინაშე, გირგვლიანის ოჯახის წინაშე და იმ ოჯახების წინაშე, ვინც ჩაცხრილეს ავტოსადგურში, ბევრი დანაშაულის გამო, რომელიც ჩადენილი აქვს მას. მან უნდა იცოდეს, რომ მოიხდის სასჯელს, მაგრამ ის არ იჯდება იმ საწამებელში, რა საწამებელშიც ჩვენს მეგობრებს ამყოფებდა გლდანის ციხეში, მაგრამ კადრებს გავახსენებთ ხშირად“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

banner
წინა სტატიაშიხაინდრავა: წერტილი დაესვა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „დროას“, „ხალხისთვის“ და ასეთი პარტიების პრეტენზიას იმაზე, რომ ისინი პოლიტიკურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ
შემდეგი სტატია„სამწუხაროა, რომ ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი ფორმალურად მაინც მართავს ქვეყანას“ – გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილზე