,,სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი საზოგადოების უდიდეს ნაწილთან, რომლებსაც მისი მმართველობის დროს ცხოვრება დაენგრათ”

მე ვთვლი, რომ სააკაშვილს ძალიან ბევრ ადამიანთან აქვს ბოდიში მოსახდელი, საზოგადოების უდიდეს ნაწილთან, რომლებსაც ცხოვრება დაენგრათ მისი მმართველობის დროს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი’“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოიხდის თუ არა სააკაშვილი ბოდიშს, მისი გადასაწყვეტია, თუმცა თუ ექსპრეზიდენტს საქართველოში პოლიტიკური კარიერის გაგრძელება სურს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.

„მე ვთვლი, რომ სააკაშვილს ძალიან ბევრ ადამიანთან აქვს ბოდიში მოსახდელი, საზოგადოების უდიდეს ნაწილთან, რომლებსაც ცხოვრება დაენგრათ მისი მმართველობის დროს. ჩემს მეგობარს, პოლიტიკოსს, ჰქონდა მასთან საუბარი და უთხრა, რომ თუ შენ საქართველოში აპირებ პოლიტიკის გაგრძელებას, უნდა მოიხადო ბოდიში საზოგადოების გარკვეულ სეგმენტთან, რომელიც თვლის, რომ ბოდიში უნდა მოიხადო. არ ვიცი მოიხადა თუ არა მან ბოდიში, ეს სხვა თემაა, ეს მისი გადასაწყვეტია. მე გპასუხობთ კითხვაზე: აქვს თუ არა მას ბოდიში მოსახდელი – აქვს!“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიAlibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა კომუნისტი აღმოჩნდა
შემდეგი სტატია,,ივანიშვილმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომ დღეს იძულებულები ვართ, ვაშაძეს მივცეთ ხმა”