სააკაშვილმა უკრაინის გენპროკურორის წინააღმდეგ

უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს სასამართლოში უჩივის.

ინფორმაციის სარჩელის შესახებ, უკრაინული მედია სააკაშვილის ადვოკატებზე დაყრდნობით აცხადებს. ,,უკრაინის კანონმდებლობით ლუცენკოს არ ჰქონდა უფლება სასამართლომდე გამოექვეყნებინა გამოძიების მასალები, ამიტომ მან პასუხი უნდა აგოს,, აცხადებენ სააკაშვილის ადვოკატები. რაც შეეხება თავად ლუცენკოს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, სააკაშვილის თანამებრძოლი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ ის ფალსიფიცირებულია და ამ ჩანაწერის საერთაშორისო ექსპერტიზაზე გადაგზავნას მოითხოვს.

,,ლუცენკო არ არის იურისტი… ის კორუმპირებული  ალკოჰოლიკია,, სკანდირებდნენ ლუცენკოს ვილასთან საპროტესტოდ მისული სააკაშვილის მხარდამჭერები. სააკაშვილის თანაპარტიელების განმარტებით კი, მხოლოდ ეს ვეებერთელა სახლი, რომელიც კიევის პრესტიჟულ რაიონში დგას, კმარა ლუცენკოს კორუმპირებულობის დასამტკიცებლად… ,,მას არც ერთი დღე არ უმუშავია კერძო სექტორში და ფული მხოლოდ კორუფციის გზით იშოვა,, აცხადებენ სააკაშვილის თანაპარტიელები.

banner
წინა სტატიაშიდიდთოვლობა დიდ ბრიტანეთში
შემდეგი სტატიადავით ასათიანი განცხადებას ავრცელებს