სააკაშვილმა უკრაინაში ქართველი მეომრებისთვის სუფრა გაშალა

სააკაშვილმა ადეიშვილის ოდესის

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ქართველი მეომრებისთვის საზეიმო სუფრა გაშალა – ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“დღეს საშობაო ღვთისმსახურებაზე ვლადიმისკის ეკლესიაში პატრიარქმა ფილარეტმა 30-ზე მეტი ქართველი მეომარი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა, რომლებიც უკრაინის მიწას იცავენ პუტინის რუსეთის აგრესიისგან. მან ასევე დამლოცა მე კორუფციასთან ბრძოლისა და უკრაინული პოლიტიკის გაწმენდის გამო” – დაწერა ოდესის გუბერნატორმა.
“თავის მხრივ, მე მოხარული ვიყავი ეკლესიის მრევლისთვის მიმელოცა, სადაც ახალგაზრდობიდან დავდივარ, და ყველა უკრაინელისთვის, რომლებიც დღეს შობას აღნიშნავენ. დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ და იქამდე, სანამ სამხედროები პოზიციებს დაუბრუნდებოდნენ, მე ისინი სადღესასწაულო სადილზე დავპატიჟე საკუთარ სახლში, რომელიც ქართული და უკრაინული ჰიმნით დავიწყეთ. გილოცავთ დღესასწაულს. ქრისტე დაიბადა! ხვალ კი ოდესისკენ” – დაამატა სააკაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები