სააკაშვილმა უკრაინაში პირველი ექსპრეს-ქორწინება ჩაატარა

სააკაშვილმა უკრაინაში პირველი ექსპრეს-ქორწინება ჩაატარა

4ოდესის მხარის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი რეგისტრატორის როლში გამოვიდა, უკრაინაში ექსპრეს-ქორწინების ოფისში, ღამის პირველი კავშირის რეგისტრაციისას – ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
“სკეპტიკოსებისათვის აღვნიშნავ, რომ გვიანი დროის მიუხედავად, ჩვენმა ახალგაზრდებმა, აბსოლუტურად ფხიზლებმა, დარეკეს თხოვნით ქორწინების შესახებ ცერემონიამდე ერთი საათით ადრე” – წერს სააკაშვილი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სააკაშვილმა ახალგაზრდებს შესაბამისი დოკუმენტები გაუფორმა და ყვავილები და სარეცხი მანქანის სერთიფიკატი გადასცა.

სამოქალაქო მდგომარეობის აქტების მომენტალური გაფორმება სააკაშვილის ინიციატივით დაიწო. ახალგაზრდებს საკუთარი კავშირის დარეგისტრირება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. პროექტი საპილოტეა.