სააკაშვილმა ოდესაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

14642747_655984884561702_1002216321_nოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა…
,,ჩემი გადაწყვეტილებით, ძლიერი ქარით გამოწვეულ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, ოდესის ოლქში ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას. ძლიერი ქარის მიერ მოგლეჯილი ხეები, ჩამოვარდნილი ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა… მათ შორისაა 11 წლის მოზარდი. 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში ელექტროენერგია გათიშულია,, აცხადებს სააკაშვილი.
ოდესის გუბერნატორმა მოუწოდა სასწავლო დაწესებულებებს გააუქმონ სწავლის პროცესი და სტიქიური უბედურების ზონებში სახელმწიფო მოხელეებმა შეძლებისდაგვარად შეზღუდონ სამსახურში გამოცხადება…თუმცა აღნიშნა, რომ ეს მოწოდება არ ეხება საგანგებო სიტუაციებისა და მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სფეროს თანამშრომლებს.
,,კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გასვლისაგან,, აცხადებს ოდესის გუბერნატორი.

 

14694687_655986667894857_460492125_n 14696980_655986544561536_946316757_n 14628231_655986591228198_897334180_n

banner
წინა სტატიაშიქართველი 7-ანის 7 გოლი – ჩემპიონთა ლიგაზე
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საკითხზე პლენუმის განახლებული შემადგენლობა დღეს იმსჯელებს