სააკაშვილმა მორიგი აქცია დაანონსა – კიევის ცენტრში მისი მხარდამჭერები 18:00 საათზე შეიკრიბებიან

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას დღეს უკრაინის პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდა. აქცია რადასთან 18:00 საათზე დაანონსდა.

„დღეს საღამოს ექვს საათზე შევიკრიბებით და ჩვენს სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ. ეს იქნება მტკიცე, მაგრამ მშვიდობიანი სამოქმედო გეგმა.

„მთავარია, ექვს საათზე ხალხი მოვიდეს, რათა ვისაუბროთ იმის თაობაზე თუ როგორ გადავლახოთ უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი, როგორ გავწმინდოთ ქვეყანა ბარიგებისა და ქურდებისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დღეს ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე” – სულხან სალაძე
შემდეგი სტატიაკვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის სხდომა ვერ იწყება