სააკაშვილმა მძევლად აქცია არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პარტია, არამედ ის პარტიებიც, რომლებიც თავს გაერთიანების წევრებს უწოდებენ

მიხეილ სააკაშვილმა მძევლად აქცია არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პარტია, არამედ ის პარტიებიც, რომლებიც თავიანთ თავს გაერთიანების წევრებს უწოდებენ და პრაქტიკულად, მძევლის როლიდან გველაპარაკებიან – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა მოვლენების არარაციონალური აღქმაა.

“სრულიად ყალბ მოლოდინებს ქმნიან. ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ზრახვა, რომელიც მათი განცხადების მიღმა ჩანს, ის არის, რომ არეულობის ფონი შექმნან და ამ გზით საწადელს მიაღწიონ, რაც აბსოლუტურად გამორიცხული და დაუშვებელია. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ღიად თქვა, რომ მას სააკშვილის მმართველობაში დაბრუნება არ უნდა”, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა
შემდეგი სტატიათბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს