სააკაშვილმა მარია გაიდარის დანიშვნა პოროშენკოს შიშით ახსნა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მარია გაიდარს სამი თვე არწმუნებდნენ პოროშენკოს მრჩეველი გამხდარიყო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ახლა მოლაპარაკებები მისი გუნდის სხვა წევრებთანაც მიდის. სააკაშვილის აზრით, გაიდარის დანიშვნით პოროშენკოს ან სურს დატოვოს იგი თანამოაზრეთა გუნდის გარეშე ან უკრაინის პრეზიდენტი ტყუოდა, როცა ამტკიცებდა, რომ მისი ოდესაში მმართველობა არაეფექტური იყო.
შეგახსენებთ, ინფორმაცია მარია გაიდარის უკრაინის პრეზიდენტის უშტატო მრჩევლად დანიშვნის შესახებ დღეს გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიუზბეკი იმამი მამაკაცი-გინეკოლოგების აკრძალვის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატია(video) პუტინი: დსთ-ს ყველა ქვეყანაში შესაძლოა მოხდეს ტერაქტები