სააკაშვილმა კიევში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპიდან პირდაპირი ეთერით მიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში მიმდინარე აქციის – “მომავლისათვის მარშის” მონაწილეებს ევროპიდან პირდაპირი ეთერით მიმართა.
სააკაშვილმა უკრაინელებს კიდევ უფრო გააქიურებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ არ უნდა შეწყვიტონ ბრძოლა კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ, სანამ მიზანი მიღწეული არ იქნება.

“უკრაინელ ხალხს ვეღარაფერი გააჩერებს! პოროშენკოს, აცვაკოვის, იაცენიუკის, გროისმანის გვერდით ჩვენ აღარ ვიქნებით”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, იგი ევროპაშია და კარგად ხედავს, თუ როგორ ეცემა უკრაინის ხელისუფლების რეიტინგი, რაც სამწუხაროდ უკრაინისადმი დამოკიდებულებაშიც მეტნაკლებად აისახება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი აუცილებლად დაბრუნდება უკრაინაში, თუმცა, მთავარი მიზნის – პოროშენკოსა და მისი კორუმპირებული მთავრობის გადადგომის მისაღწევად, თავად უკრაინელების აქტიურობა იქნება საჭირო.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი მასშტაბური პროტესტი კიევში დიდი ცვლილებების ნიშანია
შემდეგი სტატიაკარლ ბილდტი: არავინ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის არც მე