სააკაშვილმა კიევის “ევროვიზიისათვის” შერჩევას “არასახელმწიფოებრივი აზროვნება” უწოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 9, 2016 18:04

სააკაშვილმა კიევის “ევროვიზიისათვის” შერჩევას “არასახელმწიფოებრივი აზროვნება”  უწოდა

მნიშვნელოვანი

  • სააკაშვილმა კიევის "ევროვიზიისათვის" შერჩევას "არასახელმწიფოებრივი აზროვნება" უწოდა

სხვა სტატიები

44ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა “ევროვიზია-2017”-ის ჩასატარებლად უკრაინის ქალაქებს შორის კიევის შერჩევას, სახელმწიფოებრივი აზროვნების სრული უქონლობა უწოდა -წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
“მე მიყვარს კიევი, მაგრამ ამაზე არ არის ლაპარაკი. საუბარია იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მაგალითია ტყუილის და შეთქმულების” – თქვა გუბერნატორმა.
მან დაამატა, რომ მუსიკალური კონკურსის კიევში ჩატარების გადაწყვეტილების შემდეგ მას ყველანაირი ილუზია გაუქრა. “უკრაინის სახელმწიფოს მშენებლობისთვის ახალი ადამიანები და ახალი ხედვაა საჭირო. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ” -წერს სააკაშვილი.

“ევროვიზია-2017” კიევში გაიმართება – ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, კიევის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 19-მა წევრმა დაუჭირა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა და ერთმა თავი შეიკავა.
“ევროვზიის” ჩატარების მსურველი ქალაქები იყვნენ ოდესა, დნეპრი, ლვოვი, ხარკოვი და ხერსონი.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კონკურსი საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ჩატარდება, რომელიც 60 ათასი კვადრატული მეტრია.

უკრაინამ “ევროვიზიის” ჩატარებაზე უფლება შვედეთში უკრაინელი მომღერლის, ჯამალას გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. მეორე ადგილზე ავსტრალიელი დამი იმი გავიდა, მესამეზე – რუსი სერგეი ლაზარევი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 9, 2016 18:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics