მიხეილ სააკაშვილმა იაცენიუკი რეგიონალური საბაჟოს შესახებ ტყუილში დაადანაშაულა

ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მთავრობის ხელმძღავნელი არსენ იაცენიუკი რეგიონალური საბაჟოს შესახებ ტყუილში დაადანაშაულა.
მან მაგალითად მოიყვანა იაცენიუკის საკვირაო პროგრამა “10 წუთი პრემიერ-მინისტრთან” , სადაც იაცენიუკმა განაცხადა, რომ ოდესის მხარეში გზის მშენებლობასა და საბაჟოს სისტემაში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა.
გუბერმატორმა პრემიერი გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ “პრემიერის განზომილებაში საბაჟოს ეფექტურობა, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, იზომება გეგმის შესრულებით, მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში ეფექტურობის დამახასიათებელია კონტროლის არსებობა, დოკუმენტების გაფორმებისთვის საჭირო დრო, პროცედურების გამარტივება და სამართალდარღვევების გამოვლენა. მაშინ, როცა ქვეყანა წინ სვლას საჭიროებს, მთევრობის მეთაური მას უკან წარსულში წელავს – საბჭოთა გეგმიური ეკონომიკისაკენ” – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი იაცენიუკს კორუფციაში სდებს ბრალს და მოუწოდებს, რომ გადადგეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: საქმე არ ჩაითვლება გახსნილად სანამ არ მოხდება ამ დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება
შემდეგი სტატიაპენტაგონი ფხენიანს აფრთხილებს