სააკაშვილმა ჰოლანდიაში სამსახური დაიწყო

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიაში, სპიკერების აკადემიაში მუშაობა დაიწყო -ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა. “სანამ ევროპაში ვარ, ლექციებით გამოვიმუშავებ ყოველდღიურ ფულს. აკადემიაში ძალიან კარგი კოლექტივია, მათ სწორი ღირებულებებისა და ჩვენი რეგიონის ცოდნით დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. იმედს ვიტოვებ, ლექციების კითხვა დიდხანს არ მომიწევს და გამოცდილებას გამოვიყენებ არა ლექციებისთვის, არამედ, ოლიგარქების ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად და რეალური რეფორმებისთვის” – დაწერა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ჰოლანდიაში ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთში ახალ პარლამენტს ირჩევენ
შემდეგი სტატიათბილისი – ახალი რელიგიის დედაქალაქი და ჩხუბი ემიგრანტებთან-ექსკლუზივი