(video) სააკაშვილმა გონჩარენკოს ეთერში ნაბიჭვარი უწოდა…

უკრაინული “Шустер Live”-ის ეთერში ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილსა და პოროშენკოს ფრაქციის დეპუტატს ალექსეი გონჩარენკოს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. გადაცემა გუშინ გავიდა ეთერში. სააკაშვილმა გონჩარენკოს “აბსოლუტური თაღლითი” უწოდა და თქვა, რომ ის “ბარიგაა”, რომელმაც სადღესასწაულო სახლი მოიპარა ოდესაში, სადაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობის პერიოდში ცხოვრობდა.
მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას გონჩარენკო სტუდიაში წარწერით “არ მჯერა” იჯდა, მან სააკაშვილს მსახიობი უწოდა. “ამ გრუზია-ფილმს წელიწადნახევარია ვუყურებთ” – თქვა დეპუტატმა.
თავის მხრივ, გადაცემის წამყვანმა სავიკ შუსტერმა გონჩარენკოს “ახალგახრდა და სულელი” უწოდა.

https://www.youtube.com/watch?v=MuCHCZE96KA

https://www.youtube.com/watch?v=5gxqge3LDuY

banner
წინა სტატიაშიოდესაში სააკაშვილის ,,კვალის წაშლას,, ცდილობენ და ნიშნიაძეზე გამოძიება განაახლეს
შემდეგი სტატიაპუტინი: ჩვენ ყველაზე დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არ გვჭირდება